თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის ფაქტი ქუთაისში მდუმარე აქციით გააპროტესტეს

სულ ნახვები : 75
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 25 ნოემბერს  ქალთა ფონდმა „სოხუმმა“თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის შემზარავი ფაქტი მდუმარე აქციით გააპროტესტა, ამავდროულად ის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა, რომლის სლოგანია: გავერთიანდეთ! აქტიურობა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შეწყვეტისთვის!

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, 16 დღიანი მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი, რომელიც სამეცნიერო-შემეცნებით შეხვედრებს, ვორქშოპებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, კონფერენციებს, ფსიქოლოგებისა და იურისტების კონსულტაციებს და ბევრ სხვა ღონისძიებას მოიცავს. ფონდი „სოხუმის“ ინფორმაციით, ქალთა გაძლიერების თემატიკაზე, სოფლებსა და ქალაქებში სხვადასხვა ღონისძიებებია და დაგეგმილი, საერთაშორისო კამპანია, რომელიც დღეს დაიწყო 10 დეკემბერს დასრულდება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები