„იმედს გამოვთქვამ, მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“ - თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

სულ ნახვები : 241
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს პოზიცია არ შეცვლილა“ - ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 24 ნოემბრის განცხადებას სადაც მან  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, ეს არის ყურადსაღები და სასამართლო სისტემამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

წულუკიანის თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ წულუკიანის გადაწყვეტილება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - „არა და არასოდეს“ კვლავ ძალაშია და მას არ შეუცვლია პოზიცია.

„ყურადღებით მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება. რასაკვირველია, საინტერესოა, რას ფიქრობს ის, რადგან მოგეხსენებათ, შეწყალების კომპეტენცია მხოლოდ მას აქვს. ეს არის მისი სრული დისკრეცია და ვიცით, რომ მისი პოზიცია, სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითი იყო ხოლმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს პოზიცია არ შეცვლილა. გასაგები შეიძლება იყოს ის, რომ ამ პოზიციას შეიძლება, ღიად ვეღარ უჭერდეს მხარს, თუმცა მე ,როგორც ერთ მოქალაქეს, მაინტერესებს, უფრო მკაფიოდ მოვისმინო, ხომ არ შეცვლილა რაიმე მისი მხრიდან და თუ შეიცვალა ან შეიცვლება – რატომ. დასაბუთება აუცილებელია, როდესაც თანამდებობის პირი დისკრეციის ფარგლებში იღებს რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, მისი უარყოფითი პოზიცია სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა“, - განაცხადა წულუკიანმა.

გარდა ამისა, რაც შეეხება სასამართლო სისტემას, წულუკიანმა საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ სასამართლო სისტემა ქვეყანაში თავისუფალია.

„რაც შეეხება სასამართლოს, ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ, რომ სასამართლო ამ ქვეყანაში არის თავისუფალი. სასამართლო შეწყალებაზე არ მსჯელობს. მოსამართლემ ყველაზე კარგად იცის, რა გადაწყვეტილება მიიღოს, ერთი მიზეზის გამო, მას წინ უდევს დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ არავის გვიდევს წინ. მოსამართლე, საქმის მასალებიდან გამომდინარე, ყველაზე კარგ გადაწყვეტილებას მიიღებს, ან არ გადაავადებს, ან გადაავადებს. ეს არის მოსამართლისა და დაცვის მხარის ურთიერთობის თემა და არა საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია,  სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვათ, არ არის პრეზიდენტის საქმე“, - განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა