მედიის ადვოკატირების კოალიცია: საპატრიარქოს წარმომადგენლის პოზიცია ჟურნალისტებზე თავდასხმის რისკებს აძლიერებს

სულ ნახვები : 324
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 

მედია ადვოკატირების კოალიცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით კრიტიკულ მედიაზე საპატრიარქოს წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლის მიერ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ დანაშაულთან მედიის დაკავშირება ჟურნალისტებზე ძალადობას ახალისებს და მათზე თავდასხმის რისკებს ზრდის.

,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, საქართველოში ჟურნალისტებისთვის სამუშაო გარემო უკიდურესად საშიში გახდა - მათ ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები მედიის წარმომადგენლების საქმიანობის თანმდევი ნაწილია. საგანგაშოა, რომ Საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი პირები და ორგანიზაციები, მათ შორის, საქართველოს საპატრიარქო, თავისი მტრული დამოკიდებულებით და განცხადებებით ხელს უწყობენ მედიის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გარემოს შექმნას. მსგავსი მითითება ქმნის დაბნეულობას მოსახლეობაში, ყურადღების მიღმა ტოვებს ნამდვილ მიზეზებსა და მისი მოგვარების გზებზე საუბარს, რაც ასე მნიშვნელოვანია დღეს როგორც ქალთა მიმართ ძალადობის, ისე მედიის წინააღმდეგ გამოვლენილი დანაშაულების შესამცირებლად.“ - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა