კოსტა რიკამ იაპონია დაამარცხა

სულ ნახვები : 123
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე სენსაციები გრძელდება. გერმანიის (2:1) მომგები იაპონია, მოულოდნელად კოსტა რიკასთან დამარცხდა, ვინაც წინა ტურში ესპანეთთან (0:7) წააგო.

იაპონია ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ კოსტარიკელებმა თავგანწირვით ითამაშეს და როგორც კი შანსი მიიღეს, გამოიყენეს. 81-ე წუთზე ფულერმა იაპონელები დასაჯა და შანსი საკუთარ გუნდსაც დაუტოვა. დარჩენილ დროში იაპონია უტევდა, მაგრამ ამაოდ. კოსტა რიკამ 1:0 მოიგო.

ამ წუთისთვის, იაპონიასა და კოსტა რიკას ორი მატჩიდან 3-3 ქულა აქვთ. ამდენივე ქულა, მხოლოდ ერთი მატჩიდან ესპანეთს აქვს, ერთი მატჩი და ნული ქულა აქვს გერმანიას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები