კანდიდატობაზე მხოლოდ სურვილების გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება - კირკიტაძე

სულ ნახვები : 127
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დავით კირკიტაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად გახდომისთვის "მინიმალური ფილტრის" დაკმაყოფილებაა საჭირო და მხოლოდ სურვილის გამოხატვა სოლიდურად არ გამოიყურება.

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი რომ გახდე, მინიმალური ფილტრი უკვე დადგენილი აქვს სამუშაო ჯგუფს და არ გამოიყურება სოლიდურად მხოლოდ სურვილების გამოხატვა. ისე ძალიანაც ნუ გაიგიჟებთ თავს, კარგად გვახსოვს ვინ ვინ დააბრუნა ოფისში, თორემ ელექტორალური ფასი ვის როგორი აქვს – იხილეთ თელავის მაჟორიტარული ოლქის შედეგები 2020-ში". – წერს კირკიტაძე.

ცნობისთვის, გუშინ, 26 ნოემბერს ზურაბ ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები