ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია - მეუფე ნიკოლოზი

სულ ნახვები : 320
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი აცხადებს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის, განცხადება, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ ყოფილა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ანდრია ჯაღმაიძემ განცხადებაში საკუთარი პოზიცია გამოხატა:

"შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი სასულიერო პირის განცხადება, როგორც ეკლესიის პოზიცია ისე აღიქმებოდა, ახლა შეიცვალა ვითარება. მე ვფიქრობ, რომ მაგის განზოგადება მაინც არ არის სწორი და არ შეიძლება ითქვას, რომ ეს საპატრიარქოს პოზიციაა." - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძალადობა კრიტიკულ მედიას დააბრალა და თქვა: ,,ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთი საშუალების მხრიდან, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.“

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა