საშიშროებაა, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა - ვივამედის კლინიკური დირექტორი

სულ ნახვები : 1,274
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ყოველთვის არსებობს საშიშროება მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე, გართულების“ - ეს განცხადება დღეს, კლინიკა „ვივამდის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურა ჩხაიძემ გააკეთა. 

ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაავადებები პროგრესირებადია და მისი მდგომარეობა ყოველ წუთს შესაძლებელია კიდევ უფრო დამძიმდეს.  

„ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ესა თუ ის დაავადება შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გართულდეს. მისი დიაგნოზებიდან გამომდინარე საშიშროებაა, რომ კიდევ უფრო დამძიმდეს მისი მდგომარეობა, მისი დაავადებიდან გამომდინარე მას ყველა საჭირო მკურნალობა უტარდება, თუმცა შესაძლოა სხვა პირობებში სხვა მკურნალობის მეთოდი იყოს შემოთავაზებული“, - განაცხადა მან. 

ჩხაიძის თქმით, სააკაშვილს დღეს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. 

„ჩვენ სტატუსს შევაფასებთ, თუ ჩვენ ამას გვკითხავენ, მას დღეს ჩაუტარდება თავის კვლევა. 

მე პროგნოზებს ვერ განვსაზღვრავ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა