ალბათ იქნება ასამდე დიაგნოზი - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 228
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ასამდე დიაგნოზი და მდგომარეობის ყოველწუთიერი დამძიმება, ეს არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა.

საზოგადოებრივი ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოში არა მხოლოდ მკურნალობა, ახლა მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოსტიკაც კი შეუძლებელია. 

„დიაგნოზები არის ძალიან ბევრი. ახლა ჩამოთვლა რომ დავიწყოთ, ალბათ იქნება ასამდე დიაგნოზი, მაგრამ აქ არის, რა თქმა უნდა, წამყვანი დიაგნოზები, რომელიც განაპირობებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმებას და თუკი სასწრაფოდ არ იქნება იგი გადაყვანილი როგორც დიაგნოსტიკისთვის, ასევე მკურნალობისთვის საზღვარგარეთ, შესაძლებელია, ძალიან დამძიმდეს მდგომარეობა და ლეტალური გამოსავალიც. მე ვერ ჩამოვთვლი ამ დიაგნოზებს, მაგრამ დიაგნოზები გახლავთ იმდაგვარი, რომ საფუძველია სასჯელის არა თუ გადავადების, არამედ სასჯელისგან გათავისუფლების“,-  განაცხადა ჯიშკარიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა