სააკაშვილის უფლებადამცველი პოლიტიკოსებს მორატორიუმის გამოცხადებას სთხოვს

სულ ნახვები : 263
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ამ კვირაში უკვე შევა შუამდგომლობა სასამართლოში, რადგანაც ძალიან მძიმეა და კიდევ უფრო მძიმდება მისი მდგომარეობა“, - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველთან“ საუბრისას გააკეთა. 

ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ყოველწუთიერად მძიმდება და მისი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა უახლოეს დღეებში შევა სასამართლოსი, გარდა ამისა მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, რომ საქმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვით ნუ შეაფერხებენ გარკვეულ პროცესებს. 

„მძიმე სურათია და რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნას განხილული ეს საკითხი. მე არ მინდა მისი საკითხი განხილული იქნას პოლიტიკურ ჭრილში, ამიტომაც პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, რომ დროებით მასთან დაკავშირებით მორატორიუმი გამოაცხადონ, სანამ მისი შუამდგომლობა განიხილება სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, არ მგონია, რომ პოლიტიკური დაძაბულობის ფონი დადებითი და კარგი იყოს“ - აცხადებს ხაჭაპურიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა