საღოლ, ბატონო ბიძინა, რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! - ინგა გრიგოლია

სულ ნახვები : 3,644
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მე არ ვიცი, თავად გეგმავს თუ მრჩევლები ურჩევენ, მაგრამ როგორ რეალობაში გავიღვიძეთ ერთ დღეს, იცით?“ - ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, ქვეყანაში ბოლო დღეების მანძილზე მიმდინარე საზოგადოებრივი პროცესების ერთგვარ მიმოხილვას აკეთებს და წერს, რომ იმ დამოკიდებულებაში რაც რიგითი ადამიანების, ინსტიტუციების მხრიდან იკვეთება ერთმანეთის მიმართ, დამნაშავე ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

მისი შეფასებით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად იდეალური გარემო შექმნას.

„ბრავო, ბიძინა, რა!! ბრავო!!!  მე არ ვიცი, თავად გეგმავს თუ მრჩევლები ურჩევენ, მაგრამ როგორ რეალობაში გავიღვიძეთ ერთ დღეს, იცით? - ჟურნალისტი რომ ჟურნალისტს აგინებს, მეგობარი მეგობარს, თანაპარტიელი თანაპარტიელს (და არა ოპონენტს)… ქმარს, ყოფილ ქმარს, მეგობარს რომ ათრევენ ცოლის, ყოფილი ცოლის, მეგობრის გამხნევება, მისთვის ურთულეს დროს, რატომ გადაწყვიტეო… მამაოები რომ მიტევების ნაცვლად, მრევლს გეშავენ საცემად ადამიანებზე, ვინც განსხვავებულად აზროვნებს… ექიმები რომ პაციენტებს აქეთ აბულინგებენ… ჟურნალისტებს რომ მოღალატეებს და ქვეყნის გამყიდველებს ეძახიან, ისეთ შეკითხვებს რატომ სვამ, რაც ჩვენ არ მოგვწონსო და ასე შემდეგ. ყველა ერთმანეთს რომ ჭამს და ყველას ერთმანეთი რომ სძულს. ესაა იდეალური გარემო ხელისუფლების დიდი ხნით შესანარჩუნებლად. ჰოდა, საღოლ, ბატონო ბიძინა რა! მაგარი შეგვისრულე ყველას ერთად! ახლა დავდგეთ და ვახოხიალოთ ერთმანეთი, რაიმე ცვლილებებისთვის ერთად დგომის ნაცვლად!“, - წერს გრიგოლია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა