უამინდობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ზეკარის უღელტეხილზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

„რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ88 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია დეპარტამენტის განცხადებაში.

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, რეინჯერებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი მუშაობით, ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებული იქნა ორი ბრაკონიერი, რომელთაც აღმოაჩნდათ მოკლული ჯიხვი.

“ანტიბრაკონიერულ ღონისძიებაში, ერთობლივად, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართული. ამოღებულ იქნა არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გლუვლულიანი სანადირო თოფი.

დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება იკრძალება და ისჯება კანონის შესაბამისად”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა