სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თაღი ჩამოინგრა

სულ ნახვები : 248
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სიღნაღში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თაღი ჩამოინგრა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა - ამის შესახებ ინფორმაციას სიღნაღის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

მუნიციპალიტეტის ცნობით, სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი.

„ადგილზე მთელი ღამის  განმავლობაში მუშაობდნენ  შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივი ხელისუფლების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

სიღნაღის თაღი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომლის აღდგენა ყველა შესაბამისი უწყების კოორდინირებული მუშაობით, უახლოეს პერიოდში გახდება შესაძლებელი“, - ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა