„მოკლა უცოდველი და გაჭირვებული კაცი“ - ამბროლაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

სულ ნახვები : 388
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მკვლელობა ამბროლაურში - სოფელ მეორე ტოლაში  35 წლამდე მამაკაცმა ცივი იარაღით ტყეში 61 წლის მეზობელი მოკლა.სავარაუდო დამნაშავეს შსს-ს თანამშრომლები მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

არსებული ინფორმაციით,სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ადგილობრივები ყვებიან, რომ სავარაუდო დამნაშავემ მეზობელს 4 საათზე შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა. მათ დაპირისპირება მოუვიდათ. დაპირისპირების დროს კი 35 წლამდე ახალგაზრდა კაცმა 61 წლის მეზობელს მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. 61 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა. თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მოკლულის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

"არაფრფრის გულისთვის დაღუპეს, არც არაფერი ლაპარაკი, არც არაფერი ჰქონდათ არასდროს, მაგენი ერთმანეთთან ისე იყვნენ, მაგრამ განერვიულებული ყოფილა, წამალზე ყოფილა და მოკლა უცოდველი და გაჭირვებული კაცი, ბრალდებულს ეძებენ და ვერ ნახეს, დაიმალა",- ყვებიან ადგილობრივები.

ირკვევა, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც თავს გაქცევით უშველა.

"ამას [მოკლულს]მიარტყა 3-4-ჯერ დანა, მე გამოვიქეცი და გამოვუძახე მილიციასო",- ამბობს თვითმხილველის დედა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიიბა 108-ე მუხლით დაიწყო რაც განზრახ მკველობას გულისხმობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა