ექსკურსია ალას სასახლეში - რა გზა შეარჩია პრიმადონამ უკრაინის დასახმარებლად?!

სულ ნახვები : 1,789
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას სასახლე დამთვალიერებლებს მიიღებს.

პუგაჩოვას ძვირადღირებული სასახლის მონახულება, სადაც მისი პირადი ნივთები, ტანისამოსი, ტიტულები და ბევრი სხვა საინტერესო რამ ინახება დამთვალიერებელს 10 200 რუბლი დაუჯდება.

მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია ძალიან დიდი განხილვის საგანი გახდა რუსეთში და მოქალაქეების დიდი ნაწილის გაღიზიანებაც გამოიწვია, ვინაიდან გაირკვა, რომ შემოსულ თანხას მომღერალი, უკრაინის პირველი ლედის ელენა ზელენსკის ფონდში გადარიცხავს.

ინფორმაციას სასახლეში ექსკურსიასთან დაკავშირებით, რუსები თავდაპირველად  ეჭვით უყურებდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც, არც თავად პუგაჩოვს და არც მის პირ-მენეჯერს გავრცელებული ინფორმაცია არ უარუყვიათ და არც დაუდასტურებიათ, ფაქტის რეალობა ბერვად უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალი მის ირგვლივ აგორებული სიცრუის შესახებ, განცხადებას ყოველთვის მყისიერად აკეთებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე გააკეთეს შეფასება რუსმა ექსპერტებმაც, ისინი აცხადებენ, რომ ალა პუგაჩოვას ძალიან უყვარს და კარგადაც გამოსდის საკუთარი თავის გაპიარება, შესაბამისად მისი ეს გადაწყვეტილება, ერთგვარ პიარ-სვლად იქნა შეფასებული. 

ცნობისთვის, მომღერალი უკრაინის მხარდაჭერაში რუსულმა მედიამ არაერთხელ „გამოიჭირა“, ყველაზე თამამ ნაბიჯად კი ამ დრომდე, კონკურს ახალ ტალთაზე უკრაინის დროშის ფერებში შექმნილი სამოსი იყო მიჩნეული. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა