დასუსტებულია, ნევროლოგია გაუარესებულია, მკვეთრად უკანსვლაა ამ 6 თვეში - ომბუდსმენის ექიმთა კონსილიუმის წევრები კლინიკა ვივა მედში მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდებიან

სულ ნახვები : 223
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველის ექიმთა კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ დღეს კლინიკა ვივა მედში ექიმები მიხეილ სააკაშვილის მკურნალ ექიმს შეხვდებიან და მისგან პირადად მოისმენენ იმას, თუ როგორ მიდიოდა მკურნალობა 6 თვის განმავლობაში.

გრიგოლიას თქმით, თუ საავადმყოფოში სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სავარაუდოა, რომ მკურნალობა წარუმატებელი იყო.

"გვაინტერესებს მკურნალი ექიმის აზრი ამ 6 თვის განმავლობაში, ისტორიაში ყველაფერი ხომ არ წერია. აპრილის ბოლოს ვნახეთ აღდგომამდე ბოლოს, მერე აღარ შევსულვართ იმიტომ რომ ვთვლიდით რომ საავადმყოფოში იმყოფება და ვთვლიდით, რომ მეტ-ნაკლებად დაცული იქნებოდა გართულებებისგან. 

იმასთან შედარებით წონის კლებაა, კახექსიურია, დასუსტებულია ნევროლოგია გაუარესებულია, მკვეთრად უკანსვლაა ამ 6 თვეში. თუ საავადმყოფოში ყოფნის დროს მდგომარეობა გაუარესდა უნდა ვიფიქროთ, რომ ალბათ, წარუმატებელი მკურნალობა იყო", - თქვა გიორგი გრიგოლია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა