არ ვარ ქოცი - გია ბუღაძეს თსუ-მ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა

სულ ნახვები : 2,052
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თსუ-ს „ქართული ოცნების“ ხელდასმულმა რექტორმა მხატვარ გია ბუღაძეს კონტრაქტი აღარ გაუგრძელა.

აღნიშნულის შესახებ საინფორმაციო სააგენტო CNews ინფორმაცია სტუდენტებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც ჩვენ თავად გია ბუღაძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რას უკავშირებს ის აღნიშნულს.

არავის არაფერი არ უთქვამს ჩემთვის, გარდა იმისა, რომ არ გააგრძელეს ხელშეკრულება, მეც ავდექი და წამოვედი სახლში.

რას უკავშირებთ ამ ყველაფერს?

იმას, რომ არა ვარ ქოცი. მეტი მიზეზი რა უნდა იყოს, უკეთეს პედაგოგს მაგ მიმართულებით ცოტა ვერ ნახავენ, ყოველ შემთხვევაში მე არ მგონია, რომ მივიდეს მანდ სამუშაოდ.

აპირებთ თუ არა, რომ იდავოთ?

არა, არანაირ დავას არ ვაპირებ, ჩემი ერთი გრაფიკა ღირს იმის ფასი, რასაც მე მანდ ხელფასს ვიღებდი, თუ არ უნდათ ნუ უნდათ, სადაც არ ვჭირდები მე ისეთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებ, თავის თავს თავად მიხედონ. ხედავთ ხომ რას დაამსგავსეს ეს ჩვენი დიდებული უნივერსიტეტი? არა უშავს, მე არაფერს არ ვაპირებ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა