ჩემი შვილი არავის წაუყვანია, რა გვჭირს ვინმეს წასაყვანი - ჯამბულათ ხოფერიას მამის პასუხი ღარიბაშვილს

სულ ნახვები : 4,703
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის ომში დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას მამა, აფხაზეთის ომის ვეტერანი არჩილ ხოფერია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს.

"მე გულს უკვე ვეღარაფერი მატკენს სიტყვაზე ვამბობ უადგილოდ უაზროდ ნათქვამ სიტყვაზე უბრალოდ ქვეყნის მმართველს მეტი დაფიქრება მართებს თითოეულ სიტყვაზე ... არ მინდოდა მეთქვა ან რა სათქმელია უბრალოდ იცოდეთ ჩემი შვილი როცა ომი დაიწყო თბილ მიუნხენში იყო დილის 9 დამირეკა და მითხრა რომ მიდიოდა ..უბრალოდ ვთხოვე დამლოდებოდა ვარშავაში არ დამელოდა ..და იმ კიევში შევიდა რომელსაც მთელი მსოფლიო დაცემას მის დამცველებს კი სიკვდილს უქადდა..იგი არავის წაუყვანია ან რა გვჭირს ჩვენ ვინმეს წასაყვანი .. მას მისი კაცური მოვალეობები აწუხებდა და მისი გზა ჰქონდა რაზეც ვფიქრობ პირუთვნელად იარა"- წერს არჩილ ხოფერია.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა თქვა: "ომის პარტია და გამყიდველების პარტია, დღიდან ომის დაწყებიდან უკრაინაში, ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში".

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა