თელავში საახალწლო ღონისძიებებისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

სულ ნახვები : 622
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. ცვლილება საახალწლო ღონისძიებების განხორციელების მიზნით თანხის მობილიზებით აიხსნა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების განხორციელებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. როგორც ქართული ოცნების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზი საახალწლო ღონისძიებების დროულად განხორციელება იყო.

ენმ-ს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის გიგი გიგიტელაშვილის განცხადებით, წარმოუდგენელია ასეთი თანხების ხარჯვა მაშინ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს უსახსრობის გამო, სრულიად მოუმზადებელი ხვდება.

„თელავში საახალწლო ღონისძიებების აღსანიშნად ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ნახევარ მილიონ ლარას დახარჯავს, მაშინ როცა უამრავი ბავშვი ტკბილეულის გარეშე შეხვდება ამ ახალ წელს!  მაშინ როცა უამრავი ოჯახი კომუნალური გადასახადების  გაზრდილი ტარიფების გამო ახალ წელს ცივ სახლში შეხვდება,

 მაშინ როცა უამრავი ოჯახი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობის გამო ტოვებს თელავს და მიდიან ემიგრაციაში. აი ამ დროს  ხელისუფლებამ გადაწყვიტა მხოლოდ თელავში საახალწლოდ ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯოს.

მე აქ ვხედავ სავარაუდო კორუფციის ფაქტებს ამ ღონისძიებების გასამართად ხელშეკრულებები გამარტივებული წესით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით დაიდება. შესაბამისად ახალ წელს გამდიდრდებიან ქართული ოცების მეხოტბე მომღერლები რომლებიც ათობით ათას ლარს მიიღებენ ამ კონცერტებში ჰონორარების სახით და გამდიდრებიან ასევე ოცნების მაღალჩინოსნები.

 მე არ ვამბობ,რომ ახალი წელი არ უნდა აღვნიშნოთ მაგრამ შეგვეძლოო ეს თანხები უფრო შეგვეკვეცა ჩემი აზრით სჯობდა ამ თანხის ნაწილით შეგვეძინა გენერატორები და ჩვენი მოძმე უკრაინელებისთვის გაგვეგზავნა, მაგალითად ხერსონელებისათვის. მოგეხსენებათ ხერსონი ჩვენი დაძმობილებული ქალაქია, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ დაიბრუნეს უკრაინელებმა“, - განაცხადა გიგიტელაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა