ერთი თერაპია შვიდი ლარი - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს ღირსეულ ანაზღაურებას სთხოვენ

სულ ნახვები : 273
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერიის პროგრამით დასაქმებულმა თერაპევტებმა დღეს, 6 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრს, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მიმართეს. 

ექიმების ინფორმაციით ხელფასები, რომელიც მათ აქვთ იგივეა რაც 2015 წელს, შესაბამისი პროგრამის დაწყების დროს იყო, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როდესაც ეროვნულ ვალუტას მსყიდველობითი უნარი ფაქტობრივად არ გააჩნია. 

„2015 წლიდან ვახორციელებთ მერიის პროგრამას, სადაც ანაზღაურება არის საათობრივი. ეს ანაზღაურება თავის დროზე, 2015 წელს, ადეკვატური იყო, ახლა კი არაფერში არ გვყოფნის. ამიტომაც გვინდა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. 

სამედიცინო სფეროდან კადრები გაედინება და შესაბამისად, ვერ ვინარჩუნებთ ამ ადამიანებს ასეთი ანაზღაურებით“, - აცხადებენ მედიკოსები. 

ცნობისთვის, მერიის პროგრამაში დასაქმებულ თერაპევტებს, ერთ პროცედურაში სახელმწიფო 7 ლარს უხდის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა