ჩვენმა მეფეებმა რომ იცოდნენ ტანსაცმლის გადაცმა, ისე რომ მოიქცეს რომელიმე ხელისუფალი რეალობას დაინახავდა - ოლიკო ცისკარიშვილი

სულ ნახვები : 337
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელის უფლებას ძალა უფლებისგან თავბრუ აქვს დახვეული და თავისი უფლებები ავიწყდებათ ხოლმე...“ - ჟურნალისტი ოლიკო ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში, იმ რთულ მდგომარეობაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანაშია და ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, რეალობის დასანახავად ხალში გავიდნენ.

„დღეს, მეტრო ვაგზლის მოედნის მეორე ხაზის გადასასვლელში 12 (თორმეტი, არ მოგეჩვენათ) ადამიანი ითხოვდა მოწყალებას... ქვეყნის მდგომარეობა რომ რეალურად შეაფასოთ მეტროში უნდა ჩახვიდეთ... ჩვენმა მეფეებმა რომ იცოდნენ ტანსაცმლის გადაცმა და ხალხში გასვლა, ისე რომ მოიქცეს რომელიმე ხელისუფალი რეალობას დაინახავდა, მაგრამ ხელის უფლებას ძალა უფლებისგან თავბრუ აქვს დახვეული და თავისი უფლებები ავიწყდებათ ხოლმე...“, - წერს ცისკარიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები