მდგომარეობა სავალალოა, ადგილზე მკურნალობას არ ექვემდებარება, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია - ბეჟაშვილი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილი ადგილზე მკურნალობას არ ექვემდებარება, ამიტომ ხელისუფლებას აქვს არჩევანი, მოიქცეს ღირსეულად და სახელმწიფოებრივად, თუ გააგრძელოს პოლიტიკური შურისძიება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმე არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ, სახელმწიფოს ღირსების საქმეა.

მან ასევე, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ჯანმრთელობის საკითხს გათავისუფლებისთვის გამოყენებას ცდილობს და აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, მოსამართლეზე ზეწოლის განცხადებად ჩაითვალოს.

„ირაკლი ღარიბაშვილი და საზოგადოება მიეჩვია ცინიკურ განცხადებებს. იმავდროულად, ეს განცხადება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მოსამართლეზე ზეწოლა, იმიტომ, რომ ყველა ობიექტური დასკვნით მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა, ადგილზე მკურნალობას არ ექვემდებარება, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია და ეს ხაზგასმით არის აღნიშნული. ამიტომ ხელისუფლებას აქვს არჩევანი, მოიქცეს ღირსეულად და სახელმწიფოებრივად, თუ გააგრძელოს პოლიტიკური შურისძიება,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა