თბილისის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, 9 დეკემბერს, ღრმაღელე-ვაზისუბნის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოებს ჩატარდება.

„ჯივიპის“ ცნობით, სამუშაოები პარალელურად ოთხ სხვადასხვა მისამართზე შესრულდება: ვაზისუბნის რეზერვუარზე, სატუმბო სადგურზე, ქვალონისა და უშაკოვის ქუჩებზე  წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება და ახალი ურდულები დამონტაჟდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 9 დეკემბერს, 14:00 საათიდან 10 დეკემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ჩუღურეთის რაიონში – ნორიოს, ჩეჩელაშვილის, ხუდადოვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის  დასახლებას. ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, წურწუმიას,  აწყურის, წულუკიძის III, IV გუჯარეთის,  დოლაბაურის და მიმდებარე ქუჩებს. მოსკოვის გამზირის ნაწილს. ვაზისუბნის დასახლებას და მიკრორაიონებს, სულაქველიძის, დავითიანის და მიმდებარე ქუჩებს. ვარკეთილი IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალს. ნაძალადევის რაიონში – გეგუთის, ლიახვის, ღრმარელეს, ხუდადოვის,  ბენდელიანის და მიმდებარე ქუჩებს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა