მოლაპარაკე თავი - ბათუ ქუთელია ირაკლი ღარიბაშვილზე

სულ ნახვები : 265
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არის უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომლის პირითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს“ - ასე აფასებს ექსპერტი ბათუ ქუთელია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან გუშინ, 7 დეკემბერს გააკეთა.

ქუთელიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, რუსეთს ერთგულება დაუმტკიცოს და სწორედ ამას ემსახურება ის განცხადებები, რომლებიც ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში კეთდება.

„ეს არის უბრალოდ მოლაპარაკე თავი, რომლის პირითაც ბიძინა ივანიშვილი ელაპარაკება რუსეთს და პუტინს. ეს გზავნილები იყო რუსეთისთვის, გაგზავნილი ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის ერთგულებას უმტკიცებს პუტინს, რომ ამ ომში, როდესაც თავისუფალი სამყარო ებრძვის არათავისუფალ სამყაროს, ის არის რუსეთის მხარეს“, - განაცხადა ქუთელიამ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა