„სადამდე დაეშვით მართლა, ის არის კუკუობა რასაც თქვენ აკეთებთ“ - პაატა მანჯგალაძის პასუხი „ოცნებას“

სულ ნახვები : 173
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოცნებას სურს, რომ არანაირი სიწმინდე არ დარჩეს ყველაფერი, ხალხმა იფიქროს, რომ ყველა ჩარჩია და ფულის გამო იბრძვიან. ეს რომც გაიფიქრო არ უნდა თქვა. სადამდე დაეშვით მართლა, ის არის კუკუობა რასაც თქვენ აკეთებთ - ასე ეხმაურება სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე ოცნების წევრების მიერ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს:

„მინდა გმირის წინაშე ქედი მოვიხარო, დღეს ჩამოასვენეს ჯამბულათ ხოფერია. როგორ შეიძლება, ადამიანს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის კიკუ დაუძახო და მერე თქვა, რომ შენ ხარ უფრო პატრიოტი ვიდრე ის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვის თავისუფლებისთვის. რატომ იქცევიან ასე? ოცნებას სურს, რომ არანაირი სიწმინდე არ დარჩეს ყველაფერი, ხალხმა იფიქროს, რომ ყველა ჩარჩია და ფულის გამო იბრძვიან. ეს რომც გაიფიქრო არ უნდა თქვა. სადამდე დაეშვით მართლა, ის არის კუკუობა რასაც თქვენ აკეთებთ. როდის მერე გახდა საქართველოსთვის თავდადება კიკუობა"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე ტვ პირველს ეთერში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა