ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი - ბაჩო დოლიძე

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი - ყველა სვლა თანმიმდევრული იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„9-ში იწყება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი, მაგრამ შეიძლება რამდენიმე პროცესი იყოს. ამიტომ ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიკვდილი. ეს ცალსახაა. რა მოქმედებები იქნება საჭირო ამისთვის და რას გავაკეთებთ, ეს კიდევ სულ სხვა საკითხია. ეს იქნება საპარლამენტო თუ მუნიციპალურ დონეზე, ქუჩის აქციები, საერთაშორისო პარტნიორები, მათთან კომუნიკაცია - ყველა მიმართულებით იქნება მუშაობა, კოორდინირებული სვლები," - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა