„30 მოწმეა, ერთ და ორ სხდომაში ეს პროცესი ვერ დასრულდება, მინიმუმ 1 თვე დაგვჭირდება“ - ვალერი გელბახიანი

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, ხვალინდელი სასამართლო პროცესის გამართვამდე ადვოკატებმა საერთო, შემაჯამებელი კონსულტაცია გამართეს.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ეს პროცესი ერთი თვე გაგრძელდეს.

„მოგეხსენებათ, ხვალ სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, ამიტომ ადვოკატებს საბოლოო, შემაჯამებელი კონსულტაცია ესაჭიროებოდათ. ახლა დავასრულე ეს კონსულტაციები და მიხეილ სააკაშვილს უნდა გადავცე, თუ რაზე შევთანხმდით ადვოკატები. ექსპერტები ყველა შემთხვევაში დარჩებიან მოწმეებად, რადგან არსებობს საფუძვლიანი მოთხოვნა. რა მტკიცებულებებიც არ უნდა წარვადგინოთ სასამართლოში, თუ მისი ავთენტურობა არ დადასტურდა, ეს მტკიცებულებები დასაშვებად არ ითვლება, ამიტომ, ექსპერტების ჩახსნა გამორიცხულია. რაც შეეხება ისეთ მოწმეებს, რომლებიც სამედიცინო დოკუმენტაციის ავთენტურობასთან არ არის დაკავშირებული, შესაძლოა, რამდენიმე მოწმე არ დავკითხოთ. 30 მოწმეა სულ და კონკრეტიკას მოვერიდები. ერთ და ორ სხდომაში ეს პროცესი ვერ დასრულდება, მინიმუმ 1 თვე დაგვჭირდება“, -განაცხადა გელბახიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა