რონალდუ იბუტება და ნაკრებიდან წასვლაზე ალაპარაკდა

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესეც მორიგი სკანდალი – კრიშტიანუ რონალდუს მთავარ მწვრთნელ ფერნანდუ სანტუშსთან კონფლიქტი აქვს, და, როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, შესაძლოა, ეროვნული გუნდი დატოვოს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამხრეთ კორეასთან რონალდუ 65-ე წუთზე შეცვალეს, რაც ფეხბურთელს არ მოეწონა და გასახდელისკენ მიმავალმა სანტუშს მიაძახა – ძალიან ჩქარობ ჩემი მოედნიდან გაყვანას.

როგორც ჩანს, ეს უკვე სანტუშს არ მოეწონა და მომდევნო მატჩში, შვეიცარიასთან, რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მინდორზე მხოლოდ 73-ე წუთზე შეუშვა, როდესაც გუნდი 5:1-ს იგებდა.

არადა, ერთ დროს მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ და ევროპის ჩემპიონობაც ერთად იზეიმეს. ახლა კი, ვნახოთ მხარეები რა გადაწყვეტილებამდე მივლენ. ფაქტია, პორტუგალიას რონალდუ სჭირდება. თავის მხრივ რონალდუს შანსი აქვს კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლოს. მეტიც, სპეციალისტების არცთუ მცირე ნაწილი ბოლო დროინდელი ეპოქალური დაპირისპირების, მესი-რონალდუს ნაკრებების ფინალსაც კი ელოდებიან...

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა