ახალი მტკიცებულებები შედის განსახილველად, რაც ეხება კვლევებს და დიაგნოსტიკურ ნაწილს - სააკაშვილის ადვოკატი

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი,ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ  დიდი ალბათობით, ხვალინდელი პროცესი გადაიდება, რადგან ახალი მტკიცებულებები შედის განსახილველად.

„მიხეილ სააკაშვილი აცხადებს დისტანციური ჩართვის მზადყოფნას. ხვალინდელ პროცესში მე მონაწილეობას არ მივიღებ, შალვა ხაჭაპურიძე იქნება. ეს პროცესი გადაიდება, რადგან ხვალ დამატებით ახალი მტკიცებულებები შედის და მოწინააღმდეგე მხარე ამ მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს. ეს მტკიცებულებები ეხება კვლევებს და დიაგნოსტიკურ ნაწილს“, -განაცხადა გელბახიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა