ლუის ენრიკე ნაკრებიდან წავიდა – ესპანეთი საქართველოში ახალი მწვრთნელით ჩამოვა

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. უფრო სწორად, კონტრაქტი 31 დეკემბერს ეწურება, მაგრამ არ გაუხანგრძლივებენ. იქამდეც რაღა დარჩა. არც არაფერი და, ენრიკემაც ქუდი დაიხურა.

„ფურია როხას“ ახალი მწვრთნელი ეყოლება, რომლის ვინაობა ჯერ უცნობია. თუმცა, ერთმა სახელმა მაინც გამოჟონა – რობერტ მარტინესი. მომავალი სავარაუდო კანდიდატი, ესპანელია, მაგრამ მიმდინარე მუნდიალზე ბელგიას წვრთნიდა და თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა – ბენილუქსელები ჯგუფში ჩარჩნენ.

რაც შეეხება ენრიკეს: მასთან თანამშრომლობის ეწყვეტა მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლა იყო. მართალია, პირინეელებმა ჯგუფში პირველ მატჩში კორეას 7:0 მოუგეს, მაგრამ გერმანიასთან (1:1) ფრე ითამაშეს, ხოლო იაპონიასთან (1:2) დამარცხდნენ. ამის მიუხედავად, ესპანეთი ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ მერვედფინალში მაროკოს ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ესპანელები საქართველოს 8 სექტემბერსა და 19 ნოემბერს ახალი მწვრთნელით დაუპირისპირდებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები