„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში“ - შალვა ხაჭაპურიძე

სულ ნახვები : 130
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ვერ მოხდება კლინიკა „ვივამდი“-დან სასამართლოს შენობაში, მაშინ დააყენებენ შუამდგომლობას, რომ სასამართლო, კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ჩატარდეს, თუმცა იმ პირობით, რომ ის იქნება გამჭვირვალე.

„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია,კი ბატონო, ვივა მედში, ოღონდ ტელევიზიების თანდასწრებით“, -განაცხადა ხაჭაპურიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები