რაგბი სუპერთასის ფინალს თბილისი უმასპინძლებს

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რაგბი ევროპის სუპერ თასის მფლობელი შავი ლომი ტიტულს 17 დეკემბერს თბილისში, „ავჭალაზე“ ისრაელის თელავივ ჰითთან დაიცავს.

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა სუპერ თასის პირველი გათამაშება მოიგო. გასულ წელს შავმა ლომმა გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიური ლუზიტანუში სტუმრად 17:14 დაამარცხა.

შავმა ლომმა აღმოსავლეთ კონფერენცია წელსაც პირველ ადგილზე დაასრულა, ნახევარფინალში კი, ესპანური იბერიანსი უშანსოდ, 41:9 დაამარცხა. ჰითი აღმოსავლეთში მეორე იყო, მაგრამ ნახევარფინალში დასავლეთის პირველადგილოსან ლუზიტანუშს ლისაბონში ეწვია და 30:22 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზურთან ერთად, საქართველოში ვიზიტიც „გამოიწერა“.

„მოუთმენლად ველოდებოდით ლისაბონში მიმდინარე მატჩის დასრულებას, რადგან სწორედ მისი შედეგი წყვეტდა სად გაიმართებოდა რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშების ფინალი. ჩვენთვის დიდი პატივია გადამწყვეტი შეხვედრის თბილისში მასპინძლობა. ეს არის შესაძლებლობა გულშემატკივრისთვის, პირადად დაესწროს წლის ბოლო საერთაშორისო შეხვედრას და უქომაგოს გუნდს, რომლის ბირთვს ის ბიჭები შეადგენენ, რომლებმაც ცოტა ხნის წინ უელსში ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და უდიდესი სიხარული მიანიჭეს ჩვენს ხალხს.

ფინალში კარგი თამაში გველოდება, რადგან ჰითი ის ერთადერთი გუნდია, რომლის დამარცხება შავმა ლომმა სუპერ თასის წლევანდელ გათამაშებაში ვერ მოახერხა და ამ დიდ ბრძოლაში ბიჭებს აუცილებლად დაჭირდებათ ქომაგის მხარდაჭერა“, – აცხადებს რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა.

ისრაელის გუნდი ერთადერთია, რომელსაც წელს შავმა ლომმა ვერ მოუგო. მეტიც, უაყოფითი ბალანსია აქვს: პირველი შეხვედრა ქუთაისში ფრედ 25:25 დასრულდა, განმეორებით მატჩში კი გამარჯვება ჰიტს დარჩა – 24:18. ახლა ჩვენს გუნდს რევანშის შანსი ეძლევა, თანაც უფრო წონად მატჩში, რომლის შედეგმა თასის მფლობელი უნდა გამოავლინოს.

შავი ლომისა და ჰიტის მატჩი 17 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა