არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით - კობახიძე

სულ ნახვები : 92
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ზოგადად, ცდილობენ ამ თემის პოლიტიზებას, რაც არასწორია. აქედან გამომდინარე, მე პირდაპირ აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ბოლო კომენტარი რასაც ვაკეთებ სააკაშვილთან დაკავშირებით. დანარჩენი უნდა გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ამ თემას არ შეიძლება მიეცეს. ისინი ფულს ხარჯავენ პოლიტიკური კამპანიისთვის, პიარული კამპანიისთვის, ლობისტებს ქირაობენ ამისათვის. მათი მიზანია პოლიტიზება. ჩვენ არ გვინდა ამ თემის პოლიტიზება, აქედან გამომდინარე აღარ გავაკეთებ არცერთ კომენტარს სააკაშვილთან დაკავშირებით, - თქვა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები