მოღალატეები არსად არავის სჭირდება - ვლადიმერ სოლოვიოვის მიმართვა პუგაჩოვას და გალკინს

სულ ნახვები : 604
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა ვლადიმერ სოლოვიოვმა მაქსიმ გალკინის და ალა პუგაჩოვას მისამართით მორიგი უსიამოვნო განცხადება გააკეთა.

ჟურნალისტის თქმით, მას აინტერესებს ზუსტად როდის გახდნენ მომღერალი და შოუმენი სემიტური წარმოშობის ხალხის წარმომადგენლები, „ალბათ, რუსულ ეკლესიაში ქორწილის დროს“, ირონიულად წარმოთქვა სოლოვიოვმა.

 „როდის უღალატეთ თქვენი მამების, დედების, თქვენი წინაპრების რწმენას? დიახ, თქვენ ემსახურეთ საბჭოთა რეჟიმს! თავს კომფორტულად და კარგად გრძნობდით“, - თქვა ჟურნალისტმა.

მან გააფრთხილა პუგაჩოვა და გალკინი, რომლებიც მოულოდნელად გადასახლდნენ ისრაელში, რომ ისინი მიიღებენ იმას, რაც დაიმსახურეს, რადგანაც ხალხი, ვინც სამშობლოს უღალატა, არავის არ სჭირდება.

„ამიტომ, ჩნდება კითხვები ისრაელშიც. იმიტომ, რომ მოღალატეები არსად არავის სჭირდება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში მის მაკრიტიკებელ ადამიანებს გაყიდული ახვრები უწოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა