ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ასევე ანგარიშებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით - ევროკომისიის სპიკერი

სულ ნახვები : 195
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკომისიის სპიკერი, ანა პიზონერო ფორმულასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროკომისია თვალყურს ადევნებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ანგარიშებს მისი გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ ცნობებს.

პიზონეროს თქმით, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სააკაშვილმა შესაბამისი მკურნალობა მიიღოს.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ასევე ანგარიშებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით. შესაბამისმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა" - აცხადებს ანა პიზონერო.

ევროკომისიის სპიკერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასა და 12პუნქტის შესრულებაზე. პიზონერომ განაცხადა, ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი უნდა გაერთიანდეს, რათა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმები განხორციელდეს.

მისი თქმით, საქართველოს ხელშია, როდის დააკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

პიზონერომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სახალხო დამცველის დამოუკიდებლობა სრულად უნდა იყოს გარანტირებული, ასევე დაცული უნდა იყოს მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობაც.

„ვხედავთ, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ქართველების ხელშია, როდის შეძლებს საქართველო ამ პრიორიტეტების დაკმაყოფილებას. პრიორიტეტებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესების გამჭვირვალობა, სახალხო დამცველის ოფისს ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. როცა საქმე დემოკრატიას ეხება, მისი სრული დამოუკიდებლობა გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა პიზონერომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა