ესპანეთის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სულ ნახვები : 55
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია, ეროვნული გუნდის ახალ მწვრთნელს, ორშაბათს ოფიციალურად დაადასტურებს.

როგორც უკვე ცნობილია, კატარში ჩაგდებული მუნდიალის გამო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუის ენრიკე წავიდა, რომელსაც კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებოდა.

52 წლის სპეციალისტს გაწეული სამსახურისთვის ფედერაციამ მადლობა გადაუხადა, და ახალი თავკაციც დიდხანს არ უძებნია. კანდიდატი იქვე მოინახა – ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაინიშნა.

შეგახსენებთ, ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეა. ესპანელები საქართველოს 8 სექტემბერსა და 19 ნოემბერს უკვე დე ლა ფუენტესის შერჩეული ბიჭებით ეთამაშებიან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები