ქართველი ლიბერალი ყველაზე გოიმი არსებაა მსოფლიოში, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 313
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართველი ლიბერალი ყველაზე გოიმი არსებაა მსოფლიოში, მათ სიბნელეს საზღვარი არ აქვს - განაცხადა  იმედის ეთერში  ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში ქართული ოცნების დეპუტატზე, რატი იონათამიშვილზე გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად:

"ეს არის ჩვეულებრივი სიბინძურე და სიბინძურის არაერთი გამოვლინება ვნახეთ ჩვენ ამ დღეებში. მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია თავისი შინაარსით. თან მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რომ ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან ამბიციურ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებით, მენტალიტეტით. სინამდვილეში, ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, არიან სწორედ ესენი, ვინც ასეთ რაღაცებს აკეთებს. ესენი არიან ე.წ. ლიბერალები, ფსევდო ლიბერალები. ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში. მე ასე ვიტყოდი და ეს არის ეს კასტა რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს უბრალოდ საზღვარი არ აქვს"-ამბობს კობახიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა