ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის - დავითულიანი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფიგურა პოლიტიკური შემადგენლის მქონეა, ვინაიდან, ეს ასეა, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება პოლიტიკური რეზონანსიც. ჯვარი წერია, რამე მოუვიდეს, ეს არავის ინტერესში არ არის და პირველ რიგში, არ არის სახელმწიფოს ინტერესში, რომ პატიმარი მოუკვდეს, მათ შორის, პატიმარი სააკაშვილი. რა თქმა უნდა, ამას პოლიტიკური შემადგენელი ექნება. ჯვარი გვწერია, ეს არ მინდა რომ მოხდეს და არავის უნდა, მაგრამ რომელიმე პატიმარს რამე რომ დაუშავდეს, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს და რაღაცა პასუხისმგებლობა დადგება. პოლიტიკური მდგენელით თუ დადგა ეს პასუხისმგებლობა, გავარჩევთ. ეს ადამიანი არ კვდება და ღმერთმა არ ქნას, მოკვდეს“, - აცხადებს დავითულიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა