უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას - კობახიძე

სულ ნახვები : 181
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს იარაღის მიწოდებას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იარაღის მიწოდება სხვა არაფერია. როგორც კი ერთ იარაღს გაუშვებ უკრაინაში, მაშინვე პირდაპირ ხარ ომის მდგომარეობაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. კასიანოვი არის სადღაც, მეათე რგოლი ამ სისტემაში. ეს განცხადებები ჩვენ მოსმენილი გვაქვს უშიშროების საბჭოს მდივნისგან, პოდოლიაკისგან. ანუ, უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს ამას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა“, - განაცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა