2008 წლის ომი გაგრძელდა 2 დღე, რა იარაღი უნდა მიგვეღო იმ 3 დღეში? - კობახიძე

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2008 წლის ომი გაგრძელდა 2 დღე, რა იარაღი უნდა მიგვეღო იმ 3 დღეში? - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრი კასიანოვის განცხადებაზე პასუხად.

"მარტივი ტყუილი თქვა [კასიანოვმა]. 2008 წელი თქვა... 2008 წლის აგვისტოს ომი გაგრძელდა 2 დღე. 8 აგვისტოს დაიწყო ომი, 9-ში გაგრძელდა და 10-ში სააკაშვილმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი. პირდაპირ გამოვიდა და ცალმხრივად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. რა იარაღი უნდა გვეყიდა ან ვინ მოასწრებდა იქ იარაღის მოწოდებას, მესამე დღის თავზე ცეცხლი შეწყდა და 12 აგვისტოს უკვე შეთანხმება გაფორმდა. მეხუთე დღეს საერთოდ ყველაფერი დასრულებული იყო და პირველი, მეორე და მესამე დღეს უკვე ცალმხრივად ცეცხლი შეწყვიტა. რა იარაღი უნდა მიგეღო [უკრაინისგან] იმ 3 დღის განმავლობაში? მარტივად გასაშიფრი ტყუილია"-ამბობს კობახიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა