ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს

სულ ნახვები : 141
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 3 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ბილოჰორივკას და დონეცკის ოლქის კლიშივკასა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 5 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით ენერგოსისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების საფრთხე გრძელდება.

გენშტაბის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის 8 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები