„მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ“ - გიორგი სააკაშვილი

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი საზოგადოებას მიმართავს და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საზღვარგარეთ დროულად მკურნალობის საშუალება, ის დაიღუპება.

გიორგი სააკაშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ძვირფასო საზოგადოების წევრებო, მოგმართავთ ყველას! გადავდოთ პოლიტიკური შეხედულებები, დაგვიდექით გვერდით და გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე! მიშა აუცილებლად დაიღუპება თუ არ მიეცემა დროული მკურნალობა საზღვარგარეთ. მე, იმედს ვიტოვებ სასამართლო მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას და აგვარიდებს პრეზიდენტის სამარცხვინოდ სიკვდილს!" - წერს გიორგი სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 13:00  საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმესთან დაკავშირებით პროცესი გაიმართება. სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე, ან მის სასჯელისგან გათავისუფლებაზე იმსჯელებს.

სხდომის პარალელურად სასამართლოსთან  მიხელ სააკაშვილის მომხრეების, პოლიტიკოსების  და სამოქალაქო აქტივისტების აქციაა დაგეგმილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები