მელიას გათავისუფლება გადაწყვეტილია - პრეზიდენტი მიშელი არ მოერიდება იმ მხარის კრიტიკას ან დასანქცირებას, ვინც შეეცდება ჩაშალოს უკვე დალაგებული პროცესი

სულ ნახვები : 5,606
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტ შარლ მიშელისათვის საქართველოში მიღწეული წარმატება იმდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკურად, რომ ის ყურადღებით დააკვირდება შეთანხმების განხორციელებას და რა თქმა უნდა, არ მოერიდება იმ მხარის კრიტიკას ან დასანქცირებას, ვინც შეეცდება ჩაშალოს უკვე დალაგებული პროცესი, - ამის შესახებ CNews-ს ჟურნალისტმა და ისტირიკოსმა დათო გამცემლიძემ განუცხადა.

გამცემლიძე ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემოებაზე, რომ პროცესის თავის სასარგებლოდ შესანარჩუნებლად მმართველ პარტიას მეტი რესურსი აქვს ვიდრე ოპოზიციას.

„ამ პროცესის თავის სასარგებლოდ შესანარჩუნებლად მმართველ პარტიას მეტი რესურსი აქვს ვიდრე ოპოზიციას - იქნება ეს მელიას საქმე, საარჩევნო კოდექსი თუ სასამართლო რეფორმა. იმიტომ, რომ ხელშეკრულებაში ყველაფერი დაწვრილებითაა გაწერილი. სხვა საქმეა, თუ „ოცნება“ აჰყვება საკუთარ რიგებში რადიკალურ ჯგუფს და ამნისტიის თაობაზე მელიას თანხმობის მსგავსი ჩანაწერით დაარღვევს მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

გამცემლიძე მიიჩნევს, რომ „მელიას თანხმობის მსგავსი ჩანაწერი“ პირდაპირ არ ეწინააღმდეგება დოკუმენტს, მაგრამ მის სულისკვეთებას აშკარად არღვევს.

„ეს ჩანაწერი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება დოკუმენტს, მაგრამ მის სულისკვეთებას აშკარად არღვევს: არსად, არასდროს, ამნისტია არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის თანხმობას! აშკარაა, რომ ეს ჩანაწერი ჯინაზე გაჩნდა და თუ ასეა, ევროპელები ამას ხელისუფლების მხრიდან სიტყვის დარღვევად აღიქვამენ. საერთოდ გაუგებარია რაში სჭირდება ეს „ოცნებას“, როცა ყველა კოზირი ხელთ უჭირავს? თუ ამით მელიას გაფუჭება უნდათ, სრულიად უსარგებლო ნაბიჯია - მელიას დისკრედიტაცია ასე ვერ მოხდება. თანაც მელია, სინამდვილეში, არც არის იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურა სტრატეგიულად, მის გასაფუჭებლად მმართველ პარტიას ასეთ რისკზე წასვლა და ამდენი რესურსის დახარჯვა უღირდეს, - აცხადებს გამცემლიძი და აკონკრეტებს, -  რეალურად მთავარი ფიგურა ვინცაა (მიშა სააკაშვილი. რედ) იმან უკვე მიიღო პროფილაკტიკური ზომები, როგორც კი მიხვდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეთანხმება მიშელისათვის -მოუწოდა საკუთარ პარტიას შევიდეს პარლამენტში და ამით შეასრულოს შეთანხმება.

გამცემლიძე აცხადებს, რომ მელიას გათავისუფლება უკვე გადაწყვეტილია.

„ერთადერთი, რაზეც აბსოლუტურად არავინ დავობს ისაა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლება, ამა თუ იმ ფორმით უკვე გადაწყვეტილია: არა მხოლოდ გირაოზე, არამედ თვით ამნისტიაზეც რომ თქვას უარი, პროკურატურა იპოვის ბერკეტს, ის ციხიდან უბრალოდ გამოაგდოს მაშინ, როცა თამაში უკვე დამთავრებული იქნება“, - განაცხადა დათო გამცემლიძე.

მან პრეზიდენტ მიშელის კონტექსტში ყუდარბა გაამახვილა მეტად მნიშვნელოვან ფაქტზე - ევროპარლამენტარების მიერ მიმართვაზე ბელორუსის კრიზისის დასაძლევას და აღნიშნა, რომ ბელორუსისგან გფანსხვავებით პრეზიდენტ მიშელს საქართველოში ზეწოლის ინსტრუმენტები აქვს.

„მას შემდეგ რაც შარლ მიშელის მედიატორობით ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც თითქოსდა დასრულდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა ღია წერილით მიმართ ევროსაბჭოს პრეზიდენტს - ასეთივე ლიდერობა გამოეჩინა ბელორუსში კრიზისის დასაძლევად. ეს, რასაკვირველია, არარეალური მოწოდებაა, რადგან ბელორუსში სრულიად სხვა რეჟიმია და იქ, ანუ ლუკაშენკოსთან, ბრიუსელს არა აქვს ისეთი ზეწოლის ინსტრუმენტები, როგორიც ჰქონდა საქართველოში ივანიშვილთან, სააკაშვილთან - ბოლო განცხადება პარლამენტში შესვლაზე შემთხვევითი არ ყოფილა და მათ პარტიებთან“, - განაცხადა CNews-თან გამცემლიძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა