გია ხუხაშვილი: „ვასაძეზე ლაპარაკი არ ღირს“

სულ ნახვები : 1,000
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 6 მაისს, ცნობილი გახდა, რომ პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილმა ბიზნესმენ,ა ლევან ვასაძემ ახალი პოლიტიკური პარტია - „ერი“ დააფუძნა. რას შეცვლის პრორუსული ბიზნესმების  გამოჩენა ქართული პოლიტიკურ ველზე და ვის წაართმევს ხმებს? - CNnews-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

- რას შეცვლის ლევან ვასაძის პოლიტიკაში ღიად შემოსვლა?

- ბევრს არაფერს, ამომრჩევლის ეს სეგმენტი დიდი ხანია, ცნობილია. ამ სეგმენტზე მუშაობს „პატრიტთა ალიანსი“, „ქართული მარში“ და სხვადასხვა ჯგუფი. ის შეეცდება, რომ ამ სეგმენტის კაპიტალიზაცია მოახდინოს. ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა დიდ სურათში არაფერს ცვლის, უბრალოდ, ამომრჩევლის ამ სეგმენტში გარკვეული გადანაწილება მოხდება.

- ვასაძეს გათვლა ამომრჩევლის ეროვნულ და რელიგიურ გრძნობებზე აქვს. რამდენად გამოუვა მხარდაჭერის მოპოვება?

- ეს მთლიანი ამომრჩევლის 10-15%-ია და  რა წილს წაიღებს, ამის თქმა ძნელია. იმას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს,  გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა.

 - ვასაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკაში შემოსვლის ბოლო წვეთი დანიელსონის შეთანხმევა იყო. ამაზე რას იტყვით, ბატონო გია?

-ადრეც ჰქონდა ასეთი ბოლო წვეთი, ეს პირველი არ არის. ლევან ვასაძეზე ამდენი ლაპარაკიც არ ღირს. 

- ეს განაცხადი გაკეთდა „ალტინფოს“ მიერ დაანონსებული ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის წინ. არც ესაა სალაპარაკო?

- შესაძლოა, რაღაც კავშირი იყოს. დაველოდოთ მოვლენებს.

CNews, ირინა მაკარიძე 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა