სტუდენტების პროტესტის ფონზე თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია გახდა

სულ ნახვები : 341
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში  რექტორის არჩევნები პროტესტის  ფონზე ჩატარდა.   

სტუდენტები  არჩევნებში ერთი კანდიდატის მონაწილეობას მიუღებლად მიიჩნევენ.  

უკონკურენტო არჩევნებში, როგორც მოსალოდნელი იყო,   თბილისის საკრებულოს" ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა ჯაბა სამუშიამ „გაიმარჯვა“.  

აკადემიურმა საბჭომ,  რომელიც 38 წევრისაგან შედგება, მას უკვე მისცა ხმა.  ის თსუ-ს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.  

უკონკურენტო არჩევნებს სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში გუშინ,  გვიან ღამემდე აპროტესტებდნენ,  რის შემდეგაც მათ ჯაბა სამუშაია  შეხვდა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას დაპირდა.  

ჯაბა სამუშაია  თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 2ლის 20 ოქტომბერს დაინიშნა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა