გიორგი (გიგიშა) შარაშიძის კომპანიები და ოცნებისთვის შეწირული 50 000 ლარი

სულ ნახვები : 2,140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გიორგი (გიგიშა) შარაშიძეს კომპანიებიგიორგი (გიგიშა) შარაშიძე, რომელიც 2023 წლის 5 იანვარს, ვაკეში, ერთ-ერთი აფთიაქის წინ მომხდარი ინციდენტის შემდგომ, მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა, ირკვევა, რომ ძალია დიდი ქონების პატრონია და აღსანიშნავია ისიც, რომ შარაშიძე მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საკმაოდ მსხვილი შემომწირველია. ოფიციალურ მონაცემებში ფიქსირდება, რომ შარაშიძემ, მას შემდეგ რაც ის შპს კონსტრაქტ ვიჟენ - ის 100%-იანი წილის მფლობელი და შესაბამისად მიდი დირექტორი გახდა „ქართულ ოცნებას“ შემოწირულების სახით, 50 000 ლარი გადაურიცხა.

CNews-ი დაინტერესდა და შეეცადა დეტალურად გაეგო, თუ რა ქონებას ფლობს შარაშიძე (ჩამონათვალი მოცულობითია).

გიგიშა შარაშიძის სახელი და გვარი ოფიციალურ მონაცემებში 2012 წლის ოქტომბრის თვიდან გვხვდება, მას შემდეგ რაც მართვითი  ორგანოების სათავეში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, უფრო კონკრეტულად კი, შარაშიძის სახელი შპს. REBUS CAPITAL - ის წილებში, 2012 წლის 16 ოქტომბერს, კომპანიის 26% -ის მფლობელად ფიქსირდება, რომელიც 2013 წლის 12 მარტს, უკვე 50% ხდება, ერთი წლის შემდგომ, კი ის ოფიციალურ დოკუმენტაციაში, REBUS CAPITAL - ის დირექტორად გვევლინება.

რაც შეეხება შარაშიძის დაქვემდებარებაში მყოფ სხვა ქონებებს, CNews მათ ჩამონათვალს უცვლელად გთავაზობთ:

შპს ტელეკომპანია „ქართული არხი“ დირექტორი სექტემბერი 1, 2021

შპს ლექსგეო დირექტორი ივლისი 22, 2016

შპს FOOD LINE GROUP დირექტორი ივლისი 8, 2016

შპს კონსტრაქტ ვიჟენ დირექტორი ივნისი 16, 2016

შპს DROP TRADING დირექტორი მარტი 14, 2013

შპს სიტროენ ჯორჯია დირექტორი თებერვალი 7, 2018

შპს სიტროენ ჯორჯია   70% თებერვალი 7, 2018  

შპს სიტროენ ჯორჯია   70% აგვისტო 10, 2016      

შპს ლექსგეო    50% ივლისი 22, 2016

შპს FOOD LINE GROUP  45% ივლისი 8, 2016         

შპს კონსტრაქტ ვიჟენ  100% ივნისი 16, 2016         

შპს სიტროენ ჯორჯია  70%  მაისი 20, 2016

შპს გიუნა  100% იანვარი 29, 2016   

შპს FOOD LINE GROUP  45% აგვისტო 14, 2014      

შპს DROP TRADING  25% მარტი 14, 2013.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები