ანაზღაურება საიდუმლოა - ნიკოლეიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ იქირავეს

სულ ნახვები : 2,504
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებების დასაცავად" წარმოადგენს და მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პენიტენციური სამსახურის მხარეს წარმოადგენს საქართველოდ მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ.

საინფორმაციო სააგენტო CNews დაინტერესდა, რა პირობებით მუშაობს წარსულში პატიმრების აქტიური დამცველი გელა ნიკოლაიშვილი, პატიმრის საწინააღმდეგოდ,

-ბატონო გელა, ჩვენი ინფორმაციით თქვენ მოქმედი ადვოკატი ბრძანებით, ამ შემთხვევაში კი ბრალდების მხარეს წარმოადგენთ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე, მაინტერესებს ამჟამად პენიტენციურ სამსახურში მუშაობთ თუ ხელშეკრულება გაქვს გაფორმებული მათთან?

მაქვს გაფორმებული ერთთვიანი ხელშეკრულება.

-აქტიურად გამოირჩეოდით პატიმრების უფლებების დაცვით, კარგად გვახსოვს თქვენი აქტიურობა ე.წ. ცხრაწლიან რეჟიმთან დაკავშირებულ ამბებზე, ამ კონკრეტული გადმოსახედიდან, რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ პატიმრის საწინააღმდეგო მხარეს ხართ, რომელსაც ძალიან მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა გააჩნია?

მე არ ვთვლი, რომ ეს არის პატიმრის საწინააღმდეგოდ, ეს არის ყველა პატიმრის ინტერესების დაცვა, რათა ყველას მიმართ იქნას ერთიანი სტანდარტი გამოყენებული და არ იყოს ცალკე გამოყოფილი, რომელიმე სხვა პატიმარი რაიმე პრივილეგიით.

-თუ შეგიძლიათ დაასახელოთ ჰონორარი,რამდენსაც პენიტენციური სისტემა გიხდით აღნიშნული მომსახურებისთვის?

ჰონორარი არ არის... ალბათ იმდენი რამდენიც ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მიიღოს საშუალო რანგის საჯარო მოხელემ.

-დაახლოებით რამდენია ეს?

თავად გეცოდინებათ, აქ ათას დოლარებზე არ არის ლაპარაკი. საშუალო ხელფასი რამდენიც არის ერთი თვის განმავლობაში, საშუალო რანგის თანამშრომლისთვის.

გიგა გელხვიიძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა