„ოცნების” შემომწირველმა კომპანიამ ქარელის მერიისგან ერთ წელში 500 000 ლარი მიიღო

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ოცნების" შემომწირველმა კომპანიამ ქარელის მერიისგან ერთ წელში ნახევარი მილიონი მიიღო, - ინფორმაციას რეგიონული მედია "მოზაიკა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შპს “ახალი სამშენებლო" ქარელის მერიის ტენდერებში ხშირად მონაწილეობს და იმარჯვებს. გარდა ელექტრონული ტენდერებისა, აღნიშნული კომპანიასთან ქარელის მერიას 1 წელში 12 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

გამარტივებული შესყიდვები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით 2022 წლის განმავლობაში შპს -ს “ახალი სამშენებლო” გამარტივებული შესყიდვის გზით ქარელის მერიისგან 232 740 ლარი აქვს მიღებული, ელექტრონული ტენდერებიდან, რომელშიც 9 -ჯერ გაიმარჯვა, კი 299 392 ლარი.

საერთო ჯამში, აღნიშნულმა კომპანიამ 1 წელში ქარელის მერიისგან 532 132 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, "ახალი სამშენებლო" დირექტორი, მამუკა მასურაშვილი მმართველი პარტიის "ქართული ოცნების"  შემომწირველია, რომელმაც  2021 წელს "ქართული ოცნებისთვის" 5 000 ლარი აქვს შეწირული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა