„მაქვს მოწოდება ექიმების მიმართ: შეწყვიტეთ მედიკამენტების მიწოდება და ნახეთ, რა მოხდება“ - გასტროენტეროლოგი „ვივამედის“ ექიმებს

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მათ უნდა მისცენ სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას“  -  ეს განცხადება დღეს, 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა გააკეთა.

ფინკელის თქმით, ექიმებს სწორი ქმედებით შეუძლიათ სააკაშვილისთვის მადის გაუმჯობესება.

„რაც შეეხება მალაბსორბციას და დიარეას, მაქვს მოწოდება ექიმების მიმართ - შეწყვიტეთ მედიკამენტების მიწოდება და ნახეთ, რა მოხდება ამის მერე.

მათ უნდა მისცენ სხვა ალტერნატიული ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, რომლებიც არ იწვევენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებას . 

უნდა მოიხსნას ორი წამალი, რომელსაც სააკაშვილს აძლევენ და რომელიც იწვევს გემოს დაქვეითებას და გულისრევას, ეს წამლები თუ მოიხსნება მადა გაუუმჯობესდება“, - განაცხადა ფინკელმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მედიცინა ► Მეტის ნახვა