„თუ არ მოხდა წონის კლების მკურნალობა, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი“ - ფინკელი სააკაშვილზე

სულ ნახვები : 280
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თუ არ მოხდა სააკაშვილის წონის კლების მკურნალობა, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს სიკვდილი - ამის შესახებ ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, სტიუარტ ფინკელმა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი პოზიცია კატეგორიულია.

„წონის კლება 8 თვის განმავლობაში შეიძლება აიხსნას შემდეგი ფაქტორებით - კუნთების დასუსტება, მათი სიძლიერის შესუსტება, სხეულის მასის დაკარგვა.  წონის კლება თუ არ იქნება შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები, შეიძლება, ამან გამოიწვიოს სიკვდილი. ეს ჩემი პოზიცია კატეგორიულია“,  - განაცხადა ფინკელმა.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განსტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხება. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს მრავლობითი სახის კუჭ-ნაწლავის პრობლემა დაუდგინა, რომელიც მისთვის  სასჯელის გადავადების საფუძველი უნდა გახდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
მედიცინა ► Მეტის ნახვა