რუსი MMA-ის მებრძოლი მატარებელში დამხრჩვალი იპოვეს - მანამდე მან კადიროვს მიმართა

სულ ნახვები : 36,653
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA)  ოსი მებრძოლი გიორგი  გაგლოევი მოსკოვი-ვლადიკავკაზის მატარებელში გარდაცვლილი იპოვეს, ამის შესახებ Baza-ს ტელეგრამ არხი იუწყება.

წინასწარი მონაცემებით, მებრძოლი ბალიშით დაახრჩვეს. ცხედარი დონის როსტოვში მატარებლის გაჩერებაზე აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლის მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ის, რომ იგი  აქტიურად ეძებდა დეიდას, რიმა გაგლოევას, რომელიც გასულ წელს ჩეჩნეთში გაუჩინარდა. გაგლოევების ოჯახი თვლის, რომ ქალი მოკლეს.

ცნობილია, რომ რიმა გაგლოევას მანქანას, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებიდან ჩეჩნეთში 2022 წლის 6 თებერვალს ჩაფრინდა  და ჩრდილოეთ ოსეთში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი ნომრის მქონე ავტომობილი  დაედევნა. შემდგომში, ქალის მანქანა  ინგუშეთში, ბენზინგასამართ სადგურზე  იპოვეს.

გიორგი  გაგლოევი აქტიურად ეძებდა დეიდას, რომლის გაუჩინარებამ კავკასიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მან  ცოტა ხნის წინ, ვიდეო მიმართვა  ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვისადმი ჩაწერა და გაავრცელა, სადაც  ფაქტის გამოძიებასა და დახმარებას ითხოვდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა